...

                                                                             ბინდის ფერია სოფელი,

                                                                                   უფრო და უფრო ბინდდება

        

 

   მახსოვს ხუთშაბათი დღე იყო, სოფელი ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავდა,მნათობი შარავანდედად ადგა განაპირა სახლს..  ამ ოჯახშიც,ჩემს მეზობლად,დღე ჩვეულებრივ დაიწყო, დედა ეკლესიაში წასასვლელად ემზადებოდა დღესასწაულისთვის მიძღვნილ ყოველწლიურ ტრადიციულ  რიტუალში ჩასართავად. მამა, როგორც ყოველთვის, სოფლის მეურნეობით  იყო დაკავებული, მისი დილა ყოველთვის გამთენიისას, 6 საათზე იწყებოდა, სხვანაირად თითქმის შეუძლებელი იყო დღის განმავლობაში ყველა იმ საქმის შესრულება ,რაც მისთვის ყოველდღიურ რუტინად იყო ქცეული  თითქმის ნახევარი საუკუნე.   მათი ერთადერთი შვილი - ერეკლეც,რომელიც სამი წლის იყო,ოდესაც იშვილეს,ამ წმინდა დღეს ( ასე ეძახდა სოფლის მოსახლეობა ყველა საღვთო დღესასწაულს) დილით უჩვეულოდ  ადრე ამდგარიყო, რამაც ჩემი ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრო. ერეკლე ძალიან  თბილი და მოსიყვარულე ბიჭი იყო. ბავშვობიდან გამოირჩეოდა თავისი მისაბაძი ქცევითა და სწავლის მიმართ განსაკუთრებული ინტერესით. თუმცა იყო რაღაც, რაც მუდამ მიკვირდა მასში. მიუხედავად იმისა,რომ ძალიან უყვარდა ადამიანებთან ურთიერთობა,ძალიან იშვიათად მეგობრობდა ვინმესთან. მისი ყოველი ურთიერთობა, ხალთან, თანატოლებთან, მეზობლებთან, „საქმიანი ურთიერთობის“ დასრულებისთანავე სრულდებოდა. 

ამ კონკრეტულ დღეს, დილის თერთმეტი საათისთვის, იგი არც ისე კარგად გამოძინებული, თუმცა საინტერესოდ ჩაცმული და  მოფუსფუსე ჩანდა. თითქოს უნდოდა ,რომ რაიმე განსხვავებული გაეკეთებინა, იქნებ, როგორც იქნა, გადაწყვიტა ერთფეროვანი  რუტინის შეცვლა? ან შესაძლებელია, უბრალოდ ეს დღე იყო რაიმესგან გამორჩეული მისთვის, ისევე როგორც დედამისისთვის, რომელიც გულმოდგინედ არჩევდა ყველა აქსესუარს, რითიც შეიმოსებოდა სადღესასწაულო განწყობის ასამაღლებლად. თუმცა არა, ერეკლე ყოველთვის  იმ ადამიანებს მიეკუთვნებოდა ვინც ძალიან უბრალოდ მიყვებოდა ცხოვრების რიტმს( ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეგონა). მისთვის უჩვეულოდ, ის დღე ეზოს  ყვავილების მორწყვით დაიწყო, სამეზობლოშო ყოველთვის იყო მათი ფერადი ეზო განხილვის საგანი,თუმცა მის საუცხოო სილამაზესა და სიფერადეში ყველაზე ნაკლები წვრილი მიუძღვოდა თავად ერეკლეს. შემდეგ, თითქოს ეს საქმიანობა მობეზრდა და ისევ ფანქარი და ფურცელი აიღო ხელში და ხატვას შეუდგა. მის ნახატები ნაკლებად დაინახავდით ფერებს. რატომღაც ყოველთვის გრაფიკულ სტილში შესრულებული ტილოებით იყო სავსე მისი ოთახის კედლები. ყველამ ვიცოდით, რომ მასში ამ მხრივ რაღაც განსაკუთრებული ნიჭი იმალებოდა. ხატვაც ასევე მალე შეწყვიტა, თითქოს აპირებდა სახატავი ფურცლისთვის სხვა დანიშნულება ეპოვა, იქნებ უნდოდა რაიმეს დასაწერად შეენარჩუნებინა ფურცლის ბოლო ცარიელი დარჩენილი კუთხე. დაჟინებით აკვირდებოდა გარშემო საგნებს, ზოგჯერ  თვალს სივრცეს გაუშტერებდა ხოლმე, ნეტავ სად იყო მისი ფიქრები ამ წამებში. სამჯერ შეირბინა საკუჭნაოში,რამეს ეძებდა? ან ვინმეს? , ვინ იცის  იქნებ ისევ ბიოლოგიური დედის სურათის ნახვის ჟინი ჰქონდა კვლავ, ბავშვობაში ასე რომ მალავდა გულში ამ ფიქრებს  და მაინც  გამალებით ცდილობდა მასზე ინფორმაციის მოძიებას. ამასობაში, გამზრდელი დედა უკვე მზად იყო  წასასვლელად, არუნდოდა დაეგვიანებინა და გამოეტოვებინა ყველა დეტალი, რომელიც ამ წმინდა დღეს ნამდვილ დღესასწაულად აქცევდა ხოლმე მის სულში. ერეკლემ დედა ეზოს კართან შეაჩერა წასვლამდე, ჩაეხუტა და ისე გაუშვა ტაძრისკენ. დედის წასვლის შემდეგ, თითქოს უფრო აფორიაქდა, მუდმივდა მაჯაზე გაკეთებულ ოქროსფერ საათს უყურებდა, მახსოვს ზუსტად 12-საათზე დახედა კიდევ ერთხელ, ეზო შეათვალიერა, ჩაეღიმა და ბაღისკენ ნელი ნაბიჯებით წავიდა. ერეკლეს უჩვეულო ქაოსი უცნაურ შეგრძნებას მიტოვებდა, მინდოდა წასვლამდე  შემევლო მის ეზოში და მელაპარაკა მასთან, თუმცა რატომღაც გადავიფიქრე. ბოლო დროს, ყველა ხო იმას მეუბნებოდა, რომ ჩემი  უცნაური ფიქრები და აზრები, ჩემი გარდატეხის ასაკის ბრალი იყო და აუცილებლად მალე შემეცვლებოდა ყველაფერზე შეხედულებები.

 

მეც ტაძრისკენ გავწიე ..

 

 

სახარება ადამიანების ცინიზმზე, უპასუხისმგებლობასა და ერთმანეთის მიმართ ჩადენილ ცოდვებზე იყო. რატომღაც  ერეკლე გამახსენდა, მასზე ხომ მუდამ მწარე ჭორებს ავრცელებდნენ. თუმცა ჩემთან ყოველთვის ჩემი ტოლების ყურმოკრული ამბები თუ აღწევდა ხოლმე. სიმართლე რომ გითხრათ, ერეკლეს ბავშობიდან ვიცნობდი და რაც არ უნდა ცუდი  ეთქვათ მასზე, მე არასდროს ვიჯერებდი.  ნუთუ არ ჰქონდა უფლება ყოფილიყო თბილი, მოსიყვარულე, ფაქიზი სულის რომანტიკოსი ადამიანი? ნუთუ არ ქონდა უფლება ეცხოვრა  ისე,როგორც თავად სურდა? რატომ დასცინოდნენ  თანატოლები მას ზურგსუკან.  ვფიქრობდი, რომ მისი „ჩუმი“ ცხოვრება, მუდმივად სახლში ყოფნა და გარესამყაროსგან მოწყვეტილი ცხოვრების წესი აღიზიანებდა ხალხს მასში. საზოგადოებისგან განსხვავებული ყოფნა მინიმალურ ასპექტშიც ხო უკვე დიდ უფსკრულს აჩენდა საზოგადოებასა და პიროვნებას შორის. უბრალოდ მაშინ  არც მე და არც არავინ აღვიქვავდით ამ ფაქტს პრობლემად. სხვების დამოკიდებულებას კი უბრალო ხუმრობად მივიჩნევდით, რომელიც აუცილებად გაივლიდა და დასრულდებოდა დროთა განმავლობაში.(ასე ამბობდენ „დიდები“)

 

 

წმინდა წირვის დასრულების შემდეგ გზაშიც ერეკლეზე ვფიქრობდი და ისე მივუახლოვდი ჩემს უბანს, ვერც კი მივხვდი როგორ გამოვიარე ტაძრიდან სახლამდე ეს გზა, ესე მცირე დროში. ბებიაჩემის ყვირილმა გამომაფხიზლა,მის ხმას ნებისმიერ მანძილზე ვცნობდი, ვინმეს თუ დახმარება ჭირდებოდა ყოველთვის პირველი გაჩნდებოდა ხოლმე მასთან. ვიგრძენი, რომ რაღაც ცუდი მომხდარიყო ჩემი წასვლის შემდეგ. ბებო გზაში შემეფეთა,მგონი ვერც კი მიცნო ისე გამწია ხელით გვერძე და გააგრძელა გზა სწრაფი ნაბიჯებით,  მის სახეზე საშინელება წავიკითხე. გავიყინე. ყველანი ერეკლეს ეზოსკენ გარბოდნენ. მეც ინსტიქტურად მისკენ წავედი. მივუახლოვდი,ვიფიქრე ერეკლეს ეზოს გავლით გადავიდოდი სახლში. თუმცა ვერ გავბედე შესვლა,  სახლიდან არამიწიერი განწირული ხმები ისმოდა, ეზო მეზობლებით, პოლიციელებით და ექიმებით იყო სავსე. შემეშინდა. მინდოდა ვინმესთვის  მეკითხა თუ რა ხდებოდა, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, 13 წლის გოგოს, პასუხს არავინ გასცემდანელი ნაბიჯებით წამოვედი ჩემი სახლისკენ. უცებ მეზობლების ჩურჩულს მოვკარი ყური- „ერეკლემ თავი ჩამოიხრჩო“... წამიერად გავშეშდი, თითქოს თავში ჩამარტყეს, გული შემეკუმშა, ერთხანს გაოგნებული ვიდექი. ერეკლეს მიმართ ჯერ სიბრალურის, შემდეგ კი- ზიზღის გრძნობა გამიჩნდა, ვაკრიტიკებდი მას, როდესაც  ვგრძნობდი მის გარშემომყოფთა ტკივილს, ვხვდებოდი, თუ როგორ გაანადგურებდათ ეს ამბავი მის მშობლებს, რომლებმაც უშვილობის დიაგნოზის შემდეგ, მისი გამოჩენით, ცხოვრების ახალი ხალისი და რიტმი იპოვეს.

 

ალბათ, ვერავინ წარმოვიდგენდით „დღესასწაულის“ ამგვარ დასასრულს, რომელიც ასე მძიმედ ჩაილექებოდა ჩვენს ცნობიერებაში.

 

ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე პოლიცია დადიოდა ერეკლეს ოჯახში, მეზობლებს გაუჩნდათ  ახალი ჭორაობის საბაბი. ამბობდნენ: მამამ ცემაო, იმასაც ამბობდნენ თანატოლებმა აიძულეს ასე მოქცეულიყოო. ნელ-ნელა პოლიციამაც შეწყვიტა სიარული და საზოგადოებამაც დაივიწყა ერეკლე (არც მანამდე მოუკლავთდარდითთავი,  მისი განწირული სხეული მიწას ,რომ მიაბარეს) მათ ცნობიერებაში მხოლოდ პიროვნება დარჩა, რომელმაც საკუთარი თავი  სიკვდისთვის გაიმეტა. სუიციდის რეალური მიზეზიც მალე გახდა ყველასთვის ცნობილი. სასაცილოა, მაგრამ საზოგადოება იმაზე ადრე საუბრობდა ამის შესახებ, ვიდრე ამ ვარაუდს ერეკლეს დატოვებული უმძიმესი წერილი დაადასტურებდა. თუმცა ხმამაღლა არავინ არაფერს ამბობდა. შემთხვევა საყვარელ წიგნში არსებულ ერთ არასასურველ ფურცელს ჰგავდა,რომლელსაც კითხვის პროცესში ყველა ახტებოდა, მეტიც მისი ამოგლეჯვა ყველას სურდა,თუმცა ვერავინ ბედავდა.

 

 მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, ცხოვრებაც თითქოს თავის კალაპოტს დაუბრუნდა,თუმცა ერთი ადამაინის გარეშე, რომლის სამყაროდან „თავისი ნებით“ წასვლის მიზეზი(ვიცი გაინტერესებთ) თურმე მისი განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია ყოფილა. სამწუხაროდ,   მან ვერ გაუძლო საზოგადოებისგან  იმ წნეხს, რომელიც ყოველდღიურად ანადგურებდა.  გამახდენდა  ათასჯერ გაგონილი და ნანახი-საზოგადოება- ადამიანის პირისპირ! საზოგადოება- ჯალათი, საზოგადოება-  ციციკორესსტატუსით.მიუხედავად ერეკლეს განსაკუთრებული მხატვრული ნიჭისა,  მან ვერ გამოხატა თავისი თავი ჩვენს საზოგადოებაში,(ან იქნებ ჩვენ არ მივეცით ამის შესაძლებლობა?).  სამწუხაროდ მან ვერ იპოვა იმ პატარა ჩარჩოებში თავისი ადგილი, სადაც მუდმვიდავად გვიწვევს ცხოვრება, რომელსაც შინაგანი პროტესტის მიუხედავად ვეგუებით და ცხოვრების სტილად ვიღებთ - ჩვენთვის არაპროპორციულ და მიუღებელ ფორმებს. თუმცა თუ შემთხვევით  მასშიც არაკომფორტულად გვაგრძნობინებენ იქ მყოფნი თავებს, ერეკლეს მსგავსად, ურთულესი დილემის წინაშე ვდგებით: ან ვრჩებით შიგნით და ვემსგავსებით იქ მყოფებს ან უბრალოდ სამუდამოდ ვტოვებთ ამქვეყნიურ ცხოვრებას.  იმიტომ, რომ ასე დავიბადეთ, ასე ვიზრდებით, ასე გვასწავლეს „თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს“.  იმიტომ, რომ დღემდე ვერ ვხედავთ ჩარჩოს მიღმა უსაზღვროდ თავისუფალ სივრცეს.

 

ერეკლემ თავი ჩამოიხრჩო!... გაისმოდა ყველა მხრიდან,  სინამდვილეში თავად საზოგადოებამ მიიყვანა  იგი ამ ნაბიჯებამდე. და ყველაზე სამწუხარო იცით რა არის?როდესაც ვფიქრობ ამ ყველაფერზე ვაცნობიერებ, ომ მეც  სწორედ იმ საზოგადოებას ვეკუთვნი, ვის კისერზეც არის 20 წლის  ერეკლეს სიცოცხლე. სამწუხაროდ, დღეს ადამიანები ისე ვიზრდებით(ან გვზრდიან), რომ ადვილად ვამჩნევთ ჩვენგანგანსხვავებულსდა იმის მაგივრად, რომ დავეხმარეოთ ან უბრალოდ მივიღოთ ერთმანეთი,  თითს ვიშვერთ ერთმანეთისკენ და ჩვენი ქმედებებით  მიგვყავს ისინი სავალალო , გამოუსწორებელ შედეგამდე. 

ნუთუ ასეთი რთულია განსხვავებულის მიღება? ნუთუ ასეთი რთულია ყველა იმ დადებითის დანახვა, რომელიც ყველა განსხვავებულს, საუცხოოდ ლამაზ და საინტერესოს ხდის. კითხვები  ყოველთვის ბევრი მქონდა. პასუხები, ყოველთვის არაზუსტი და ბუნდოვანი იყო. ზოგჯერ ვფიქრობდი, რომ არსებობდა რაღაცეები სამყაროში, რაზეც ჯობდა ბევრი არ მცოდნოდა, იმისთვის რომ მეც ჩვეულებრივ მეცხოვრა.იქნებ ასეც ჯობდა?...

 თუმცა ფაქტია,რომ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ადამიანებს ერთმანეთისგან გვჭირდება, მიმღებლობაა. 

 

მიმღებლობა, მიმღებლობა და მხოლოდ მიმღებლობა.

 

მიმღებლობა ისე, რომ ამის ფასად არ მოგვიწიოს ჩვენი ერთადერთი სიცოცხლის გაღება.

 

მსუბუქი ,ფარფატა, ჰაეროვანი, ფერადი სიცოცხლის,რომლსაც ყველაზე ლამაზი ეპითეტებით მოვიხსენიებთ და რომლის არსებობის გააზრება  ყველაზე მეტად  გვახარებს.


და ამის ფონზე, რა უნდა იყოს პიროვნებისთვის იმაზე ფასეული, რისთვისაც იგი ნებაყოფლობით ან იძულებით  დათმობს მას ?


სიცოცხლე ხომ ისედაც ერთი წამია ამბინდისფერ წუთისოფელში.“

Comments