Posts

                                                                   ...                                                                               „ ბინდის ფერია სოფელი ,                                                                                    უფრო და უფრო ბინდდება “               მახსოვს ხუთშაბათი დღე იყო , სოფელი ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავდა , მნათობი შარავანდედად ადგა განაპირა სახლს ..   ამ ოჯახშიც , ჩემს მეზობლად , დღე ჩვეულებრივ დაიწყო , დედა ეკლესიაში წასასვლელად ემზადებოდა დღესასწაულისთვის მიძღვნილ ყოველწლიურ ტრადიციულ   რიტუალში ჩასართავად. მამა , როგორც ყოველთვის , სოფლის მეურნეობით   იყო დაკავებული , მისი დილა ყოველთვის გამთენიისას, 6 საათზე იწყებოდა, სხვანაირად თითქმის შეუძლებელი იყო დღის განმავლობაში ყველა იმ საქმის შესრულება ,რაც მისთვის ყოველდღიურ რუტინად იყო ქცეული   თითქმის ნახევარი საუკუნე.     მათი ერთადერთი შვილი - ერეკლეც , რომელიც სამი წლის იყო , რ ოდესაც იშვილეს ,ამ წმინდა დღეს ( ასე ეძახდა ს